გორის ცენტრში 5 ათასი სანთელი დაინთო - კვირის პალიტრა

გორის ცენტრში 5 ათასი სანთელი დაინთო

გორის ცენტრში საქართველოს რუკის ფორმის მიხედვით განლაგებული 5 ათასამდე სანთელი დაინთო. აქციაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ

არსოშვილი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ნემსაძე.

"ყველამ უნდა დაინახოს ერთიანი საქართველოს დროშა, სანთლები სწორედ ერთიან საქართველოს გამოხატავს. ეს ღონისძიება სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას ეძღვნება", - განაცხადა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა.

ღონისძიებას გორის მოსახლეობაც დაესწრო. მათ 2 წლის წინანდელი ომი გაიხსენეს.