"მოსახლეობა სასოწარკვეთილია" - კვირის პალიტრა

"მოსახლეობა სასოწარკვეთილია"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობა სოციალური პრობლემების გამო სასოწარკვეთილია. იმერეთის

მოსახლეობას ყველა ის პრობლემა აქვს, რაც ელემენტარული და აუცილებელია ადამიანისთვის: წყალი, გზა, განათლება, უმუშევრობა და უსახსრობა.

"ერთადერთი მწვავე საკითხი, რასაც მოსახლეობა ჩვენთან შეხვედრისას აყენებს, არის ხელისუფლების შეცვლა. მათ მთავარ ინტერესს წარმოადგენს ის, თუ როდის შეიძლება გავუშვათ სააკაშვილი", - აღნიშნა სანიკიძემ. იმერეთის რეგიონის შემდეგ "ეროვნული ფორუმი" სამეგრელოს ეწვევა.