სამინისტროში პროკურატურა მუშაობს - კვირის პალიტრა

სამინისტროში პროკურატურა მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ უწყებაში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა  ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს აქვთ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, წარმოქმნილი არამართლზომიერი გარემოებებით.

საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას"", - ნათქვამია განცხადებაში.