დევნილებმა აქცია გამართეს - კვირის პალიტრა

დევნილებმა აქცია გამართეს

ფართების დაკანონების მოთხოვნით დევნილებმა მერიასთან აქცია გამართეს. დევნილებს თავიანთ საცხოვრებელში დაბრუნება სურთ, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება,

ცხოვრების ელემენტარული პირობები სჭირდებათ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონსერვატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, დააკმაყოფილოს დევნილების მოთხოვნები: "წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავინაცვლებთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან მოთხოვნით  - ფართი დაუკანონდეს ყველა კომპაქტურად შესახლებულ დევნილს".