სკოლის გაუქმება გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

სკოლის გაუქმება გააპროტესტეს

მშობლებმა და პედაგოგებმა მთაწმინდაზე, რიწის ქუჩაზე მდებარე 44-ე საჯარო სკოლის  მოსალოდნელი გაუქმება გააპროტესტეს. პედაგოგთა თქმით, 44-ე სკოლის

დირექტორს განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცნობეს სკოლის დახურვის შესახებ.

44-ე საჯარო სკოლას რუსთაველის მეტროს უკან, 49-ე საჯარო სკოლაში უპირებენ გადაყვანას, რაც მიუღებელია. პედაგოგ აზა ქადარიას თქმით, 49-ე საჯარო სკოლა გაცილებით პატარაა და არ შეესაბამება სტანდარტებს.

შენობაში არ არის გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები. 44-ე სკოლა კი დიდია, სკოლის სტანდარტებს შეესაბამება და 49-ე საჯარო სკოლაზე მეტი პედაგოგი და მოსწავლე ჰყავს.