პურის ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ
საქართველოში პურის მწარმოებლები პურის ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ. მწარმოებლების თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში პურის ფქვილის ფასმა ტომარაზე
7 ლარით მოიმატა. "ჯერ ვერ გეტყვით, გაძვირდება თუ არა პური"", - აცხადებს მეოთხე ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე.
"მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ცვლილება აისახება საქართველოზეც, რადგან ჩვენ ამ პროდუქციის იმპორტიორები ვართ. მიმდინარე თვეში ფასები სტაბილური იქნება, სექტემბრიდან, ალბათ, სხვა ვითარება გვექნება", - განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.