დმიტრი მედვედევი აფხაზეთში ჩავიდა - კვირის პალიტრა

დმიტრი მედვედევი აფხაზეთში ჩავიდა

აფხაზეთის აღიარების შემდეგ რფ პრეზიდენტი მედვედევი სოხუმში  პირველად ჩავიდა და 8 აგვისტოს სოხუმში ვიზიტს სიმბოლური უწოდა. "ზუსტად ორი წლის წინ

სამხრეთ ოსეთში განვითარდა ცნობილი მოვლენები, რომლებიც მთელი რიგი პოლიტიკური პროცესების დასაწყისი გახდა, მათ შორის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისა", - აღნიშნა მედვედევმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას.

"აფხაზეთთან ჩვენ განვავითარებთ მეგობრულ, ეკონომიკურ ურთიერთობას და ვითანამშრომლებთ უსაფრთხოების საკითხებში", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთს აეროპორტისა და ავიამიმოსვლის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რთული გადაწყვეტილება იყო. თუმცა არ ვნანობ", - განუცხადა რუს ტურისტებს დმიტრი მედვედევმა სოხუმში სეირნობისას.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რომ არა მოსკოვის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, ამ რეგიონებში ხანგრძლივი სისხლიანი კონფლიქტი გაგრძელდებოდა.