ანზორ ქოქოლაძეს შვიდი მილიონის დამალვაზე ედავებიან - კვირის პალიტრა

ანზორ ქოქოლაძეს შვიდი მილიონის დამალვაზე ედავებიან

ანზორ ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა

დააკავეს. "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილ მმართველ ანზორ ქოქოლაძეს შვიდ მილიონ ლარზე მეტის დამალვას სდებენ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით ქოქოლაძე კრედიტორებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს ფულს არ უხდიდა. ის ორი სქემით მოქმედებდა: 2008-2009 წლებში, როდესაც "ელიტ-ელექტრონიქსის" მმართველი იყო, მის სახელზე რეგისტრირებულ მცირე კომპანიებს აძლევდა სესხებს, რომელსაც კომპანიები "ელიტ-ელექტრონიქსს" აღარ უბრუნებდნენ. თანხა ქოქოლაძეს რჩებოდა.

მეორე სქემის მიხედვით კი "ელიტ-ელექტრონიქსი" ქმნიდა შვილობილ კომპანიებს, მათ საბაზრო ღირებულებას ხელოვნუეად ზრდიდა და შემდეგ თავად ყიდულობდა. "ელიტ ელექტრონიქსმა" კომპანიები 7 მილიონ ლარად მაშინ იყიდა, როდესაც სახელმწიფოს დიდი დავალიანება ჰქონდა.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.