ნიკა კვეზერელი დააკავეს - კვირის პალიტრა

ნიკა კვეზერელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი დეპუტატი ნიკა კვეზერელი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით  6 აგვისტოს კვეზერელმა კორეელ ინვესტორ შელ ო პაკს კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ 10.000 აშშ დოლარი გამოსძალა, 2009 წელს კი მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ - 250.000 აშშ დოლარი.

2009 წელს კვეზერელმა თაღლითურად ჩაიგდო ხელთ კორეელი ინვესტორის "ინფინიტის" მოდელის ავტომობილი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40.000 აშშ დოლარს.

კვეზერელს ბრალი ედება 180-ე და 353-ე მუხლებით. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკა კვეზერელი იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობის დროს ქვედანაყოფ  "ომეგას" მეთაური იყო. ის სასჯელს იხდიდა 1995 წლის 29 აგვისტოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის გამო. კვეზერელი "მხედრიონის" რამდენიმე წევრთან ერთად გაასამართლეს, მაგრამ სასამართლომ   ტერაქტის ბრალდება მოგვიანებით მოუხსნა და ნიკა კვეზერელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ერთ-ერთი მოქალაქის გატაცების და მისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით მიუსაჯა. ნიკა კვეზერელი კონსერვატიული პარტიის წევრია.