ძლიერ სიცხეს ხანძარი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ძლიერ სიცხეს ხანძარი მოჰყვა

ძლიერი სიცხის გამო რიკოთის უღელტეხილზე ფოთლოვან ტყეში  ხანძარი გაჩნდა. როგორც სატყეო დეპარტამენტის უფროსმა პაპუნა ხაჩიძემ განაცხადა, დაახლოებით 5

ჰექტარზე მოდებული ცეცხლის ლოკალიზება ადგილობრივი ძალით მოხერხდა.

მაღალი ტემპერატურის  გამო ტყეს ხანძარი გაუჩნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ აწყურშიც, რომლის  სრული ლოკალიზება რამდენიმე დღე შეუძლებელი იყო.

პაპუნა ხაჩიძის თქმით, ცეცხლის ჩაქრობას ხელს დაბალი ხილვადობა უშლიდა, რადგან ცეცხლმოდებული ტყე კვამლით იყო მოცული. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყვნენ სამაშველო ძალები და ტექნიკა,  ხანძრის ლოკალიზებაში ჩაერთო მოსახლეობაც.

ძლიერი სიცხის გამო აწყურის ტყეში ხანძარი 4 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი ტყის მასივი.