პაატა ბურჭულაძე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოეს - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოეს

საქართველოს კულტურის ფონდმა ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისა და ქველმოქმედებისათვის ექვთიმე

თაყაიშვილის სახელობის 2010 წლის პრემიით დააჯილდოვა.

პრემია პაატა ბურჭულაძეს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" ფონდის პრეზიდიუმის თავმჯდომარე მერაბ ბერძენიშვილმა გადასცა.

"პაატა ბურჭულაძე არა მარტო დიდი მომღერალი, დიდი ადამიანიცაა. მას აღმოაჩნდა საოცრად დიდი სიყვარული მოყვასისა და ხელი მოჰკიდა ქველმოქმედებას. რა ჰქმნა "იავნანამ"?” "იავნანამ" ჰქმნა ძალიან დიდი საქმეები", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება და შეეცდება, ღირსეულად ატაროს.  ექვთიმე თაყაიშვილის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია IIმეორეს, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს, ბაჩანა ბრეგვაძეს და სხვებს.