გია ყარყარაშვილმა "სამოქალაქო ლეგიონი" დააფუძნა - კვირის პალიტრა

გია ყარყარაშვილმა "სამოქალაქო ლეგიონი" დააფუძნა

გენერალმა გია ყარყარაშვილმა საქართველოს ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი, "სამოქალაქო ლეგიონი" დააფუძნა, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების

ვეტერანებსა და თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ ოფიცრებს გააერთიანებს.

ორგანიზაციის სიმბოლო ყაყაჩოა. ყარყარაშვილის თქმით, "სამოქალაქო ლეგიონის"წევრები დაელოდებიან ხელისუფლების მიერ ახალი თავდაცვითი კონცეფციის წარდგენას, რომლის მიხედვითაც, ყველა რეგიონსა და სოფელში თავდაცვითი რაზმები შეიქმნება, შემდეგ კი, "სამოქალაქო ლეგიონის" წევრები გააანალიზებენ, რამდენად შეესაბამება ხელისუფლების კონცეფცია ქვეყნის რეალურ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებს.

"სამოქალაქო ლეგიონი" საკუთარი კონცეფციის წარდგენასაც აპირებს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი უფროსი ოფიცრები მიიღებენ.