თბილისს გარე მოვაჭრეთა საპროტესტო აქციების ტალღა მოედო - კვირის პალიტრა

თბილისს გარე მოვაჭრეთა საპროტესტო აქციების ტალღა მოედო

აკაკი წერეთლის სკვერთან, ე.წ. დინამოს სტადიონის გარე მოვაჭრეთა აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიაში შეიტანს მოთხოვნას გარევაჭრობის დაშვებასთან დაკავშირებით. ლაშა ჩხარტიშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შექმნან ორგანიზაცია, რომელიც აქციების საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს და გარე მოვაჭრეთა კოორდინაციის საკითხებს გადაწყვეტს. გარე მოვაჭრეთა თანხმობით გადაწყდა გარე მოვაჭრეთა პროფესიული გაერთიანების შექმნა.

გარე მოვაჭრეები აქციების გაგრძელებას გარევაჭრობის მოთხოვნის შესრულებამდე აპირებენ, რადგან, მათი განცხადებით, ხელისუფლებამ საარსებო საშუალების გარეშე დატოვა.

გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმაც გამართეს.