ეკა ბესელია განაჩენს უკანონოს უწოდებს - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია განაჩენს უკანონოს უწოდებს

ტელეკომპანია "კავკასიაში"მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული რვა პირის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს ეკა ბესელია უკანონოს უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მილერი ხარებავამ ტელეკომპანია "კავკასიის" ინციდენტთან დაკავშირებით რვავე დაკავებულს: ზვიად ბლიაძეს, ავთანდილ დუმბაძეს, გიორგი შალამბერიძეს, ჯაბა გურჩიანს, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძეს, გიორგი გაბედავას და ლევან ჩაჩუას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათ მსჯავრი დაედოთ თაღლითობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ხელმძღვანელ ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული განაჩენის შედეგად ქვეყანაში გაჩნდნენ რელიგიური, ანუ მრწამსის პატიმრები.

ისინი იცავდნენ მართლმადიდებლობას, ქართულ ტრადიციებს, ეროვნულ ფასეულობებს, ამდენად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ისტორიაში. "თალიბანსაც" აღარ ჰყავს რელიგიური პატიმრები. ამ განაჩენს სერიოზული გაგრძელება მოჰყვება. ხელისუფლებისთვის  მძიმე ასახსნელი იქნება, რა არგუმენტები გამოიყენეს, როცა მათ პატიმრობა მიუსაჯეს". - განაცხადა ბესელიამ.