თამაზ გოგიას სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა - კვირის პალიტრა

თამაზ გოგიას სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების მინისტრ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში ბრალდებულ თამაზ გოგიას სასამართლომ 30

წლით პატიმრობა მიუსაჯა და 17.500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

თამაზ გოგია შს სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსა და ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2009 წლის 27 ნოემბერს ეჭვმიტანილის სახით დააკავეს.

მას მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. 2009 წლის 11 ნოემბერს თამაზ და ეთერ ნინუები საკუთარ ბინაში ნახეს მოკლულები.