ხორბალი და პური გაძვირდება - კვირის პალიტრა

ხორბალი და პური გაძვირდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ ხორბლის ფასზე

გავლენას მოახდენს.

რუსეთის გადაწყვეტილება რეგიონისათვის მტკივნეული იქნება, თუმცა საქართველოს ამ მომენტისათვის ხორბლის სოლიდური მარაგი აქვს.

"ლეიბორისტები" პურზე ფასის მომატებას პურის მწარმოებელი ცალკეული კომპანიების მონოპოლიით ხსნიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე პურის გაძვირება გრძელდება. ამის მთავარი მიზეზი ამ სფეროში მოფუთფუთე მონოპოლისტი კომპანიების თარეშია, რომლებიც პურზე მაღალ ფასს აწესებენ.

გუგავას თქმით, ხორბლის ფასის შესანარჩუნებლად საჭიროა დაიშალოს მონოპოლიები და შეიქმნას ხორბლის სტრატეგიული მარაგი, რომელიც კრიზისულ პერიოდებში პურზე ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.