ლორიკ მარშანია ავტოავარიაში დაიღუპა - კვირის პალიტრა

ლორიკ მარშანია ავტოავარიაში დაიღუპა

12 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის"

კოორდინატორი ლორიკ მარშანია  თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ლორიკ მარშანიას მანქანა ფონიჭალაში ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა.

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში აშკარად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას.

აკადემიკოსი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, წლების განმავლობაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ, უკანასკნელ წლებში კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი და იმავდროულად მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი იყო.

"კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.