უახლოეს დღეებში აგრილდება - კვირის პალიტრა

უახლოეს დღეებში აგრილდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელ სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ღრუბლიანობა კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოჭრილმა ნოტიო ჰაერის მასებმა გამოიწვია. ამის მიუხედავად, სინოპტიკოსები მკვეთრ აგრილებას არ ელოდებიან.

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის დაკლებასთან ერთად, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.

ასეთი ამინდი 21 აგვისტომდე შენარჩუნდება. 21 აგვისტოდან კი აგრილდება.