აფხაზეთში დამარცხებიდან 18 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

აფხაზეთში დამარცხებიდან 18 წელი გავიდა

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე მდებარე აფხაზეთის

ომში დაღუპულთა მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ განაცხადა:

"აფხაზეთის ომის დაწყების დღეს ყოველ წელს იხსენებენ, როგორც ტკივილის დღეს. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი. საქართველო პროვოკაციას აჰყვა. ქართველი მეომრების გმირობა, თავდადება მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. მებრძოლი სული არ მოკვდება".

აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან პოლიტიკური პარტიებიც მივიდნენ. "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა: "ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგაც არ ნელდება ემოციები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აფხაზები და ქართველები ერთად იცხოვრებენ".

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს უსამართლოდ ექცევიან. ბევრი გმირის სახელი კი დავიწყებას მიეცა.

ომში დაღუპულთა დედებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს ხელისუფლების მიმართ და აღნიშნეს, რომ სააკაშვილმა მათ ყველა შეღავათი მოუხსნა.