ბურჯანაძე ხელისუფლებას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ბურჯანაძე ხელისუფლებას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მის მიმართ მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, როცა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, ერთ-ერთი დევნილის ოჯახში მივიდნენ, მას და მის თანაგუნდელებს სოდ-ისა და კუდ-ის "ზონდერბრიგადა" დახვდათ.

"ზონდერბრიგადამ" რამდენიმე გადაბირებულ დევნილთან ერთად, რომლებიც "მიშა-მიშას" ყვიროდნენ, პარტიის წარმომადგენლებს გზა გადაგვიკეტა და დევნილებთან შეხვედრის საშუალება არ მოგვცა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე ცნობით, ერთ-ერთი ქალბატონის მიერ ნასროლი ქვა მოძრაობის წევრს, სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს კეფის არეში მოხვდა.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას დევნილი მოსახლეობა დაშინებული ჰყავს, რადგან ინციდენტის დროს რამდენიმე დევნილი შეშინებული იყურებოდა სახლიდან და ახლოს მისვლას ვერ ბედავდა.