ლეიბორისტები ბიბლიოთეკის დირექტორს ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

ლეიბორისტები ბიბლიოთეკის დირექტორს ადანაშაულებენ

ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის მტკიცებით, ეროვნული ბიბლიოთეკიდან 15 მილიონი წიგნი დაიკარგა(?!).

როგორც შატბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიბლიოთეკაში 19 მილიონი წიგნი იყო, მისი გენერალური დირექტორის, ბორის გაგუას მუშაობის პერიოდში კი ეგზემპლარების რაოდენობა 4 მილიონამდე შემცირდა.

პრესკონფერენციას ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. მათ გოგუა თანხების გაფლანგვაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო თანხებით ანტიკვარული ნივთების შეძენაში დაადანაშაულეს.

საპასუხოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა გიორგი საბანაძემ განაცხადა, რომ ლეიბორისტების მიერ დასახელებული ციფრი იმდენად აბსურდულია, რომ ბრალდებად არც კი შეიძლება ჩაითვალოს.