ყოფილი მინისტრის შვილი ძებნილია - კვირის პალიტრა

ყოფილი მინისტრის შვილი ძებნილია

საქართველოს შს სამინისტრომ უშიშროების ყოფილი მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძის შვილი გივი ქუთათელაძე ძებნილად გამოაცხადა.

გივი ქუთათელაძე იძებნება თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის გამო, რომლის დროსაც ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

პოლიციამ ოთხი კაცი დააკავა. გივი ქუთათელაძესთან ერთად იძებნებიან რატი ჯაიანი და ალექსანდრე ვეფხვაძე.. ძებნილების ადგილსამყოფლის თაობაზე ინფორმაციისთვის პოლიციამ ჯილდოდ 30 ათასი ლარი დააწესა.