50-მდე პატიმარს შეიწყალებენ - კვირის პალიტრა

50-მდე პატიმარს შეიწყალებენ

შეწყალების კომისიამ განხილული ორასზე მეტი განცხადებისგან მეოთხედზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

კომისიის რეკომენდაციით, დაახლოებით 50 პატიმარს შეიწყალებენ, 20-მდე პატიმარს კი სასჯელი გაუნახევრდება.

როგორც ცნობილი გახდა, კომისიის სხდომაზე საკამათო გახდა არასრულწლოვანების საქმეები. 12 არასრულწლოვანი პატიმრისგან, რომელთაც შეწყალებაზე ჰქონდათ განაცხადები წარდგენილი, უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და ამიტომაც შეწყალების კომისიის შემადგენლობის უმრავლესობამ მათ შეწყალებაზე უარი თქვა.

რაც შეეხება ქალებს, 17 ქალი პატიმრისგან შეწყალების რეკომენდაცია მხოლოდ ექვსს მისცეს.

შეწყალების კომისიის მიერ რეკომენდებული პატიმრები პრეზიდენტმა 28 აგვისტოს უნდა შეიწყალოს.