სტიქიამ ზღვისპირეთს შეუტია - კვირის პალიტრა

სტიქიამ ზღვისპირეთს შეუტია

ფოთს ქარბორბალამ გადაუარა და დააზარალა ქალაქის სხვადასხვა უბნის ათეულობით მოსახლე. ფოთის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 30 კერძო და ერთ

მრავალსართულიან სახლს სახურავები გადახადა, მოთხარა ხეები, ხოლო კოკისპირულმა წვიმამ ზოგიერთი უბანი დატბორა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და დახმარებისთვის საჭირო თანხები მერის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

ერთი საათის განმავლობაში ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებდა სოხუმში. სოხუმის ე.წ. მერის ალიას ლაბახუას განცხადებით, ქარიშხალმა ქალაქის მეურნეობა დააზარალა, სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააწყვიტა. აჭარაში კი კოკისპირულ წვიმას ქარიშხალიც ახლდა. ქარიშხალმა გონიოში კაფე-ბარი დაანგრია, ბუნგალოს სახურავი ახადა, დააზიანა ინვენტარი და ტექნიკა.