ალავერდის ტაძარში უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

ალავერდის ტაძარში უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, წმინდა იოსებ ალავერდელის საფლავის თავზე

არსებული მხატვრობის მოხსნის შემდეგ უფრო ადრინდელი ფრესკის აღმოჩენა მოულოდნელი იყო. ვაჩეიშვილის აზრით, გამორიცხული არ არის, ფრესკა მეფე დავით აღმაშენებლის იყოს, თუმცა ამას დადასტურება და გადამოწმება სჭირდება.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ჩრდილო ნაწილში აღმოჩენილი გამოსახულების ქვედა ნაწილი, სამოსის კონტურები და ხმლის მოხატული წვერი სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ ეს ტაძრის ქტიტორია, ალავერდის მაშენებელი კვირიკე პირველი, თუმც არ არის გამორიცხული, ფრესკაზე დავით აღმაშენებელი აღმოჩნდეს.