თბილისმა პოლონეთის კეთილგანწყობა დაკარგა?! - კვირის პალიტრა

თბილისმა პოლონეთის კეთილგანწყობა დაკარგა?!

პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღარ უნდა ჰქონდეს ისეთი კეთილგანწყობის იმედი,

რასაც ოფიციალური თბილისის მიმართ ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პირველი პირი ლეხ კაჩინსკი იჩენდა.

პოლონელი ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა სააკაშვილის მიწვევას, ჩავა თუ არა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, კომოროვსკიმ უპასუხა: "მე საზღვარგარეთ მხოლოდ იმიტომ არ წავალ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეს სურს".

თუმც პოლონეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ოფიციალური ვარშავა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მისთვის მიუღებელია აფხაზეთში რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს  C-300-ის განთავსება. "მაგრამ რეგიონში შეიარაღების გაზრდისაგან თავი საქართველომაც უნდა შეიკავოს", - დასძინა პოლონეთის პირველმა პირმა.