ხალხს მავთულხლართები არ უნდა ყოფდეს - კვირის პალიტრა

ხალხს მავთულხლართები არ უნდა ყოფდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკს ეწვივნენ და

მოინახულეს ბანაკში სტუმრად მყოფი მოლდაველი ბავშვები, რომლებიც სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან არიან. სააკაშვილმა და გიმპუმ ახალგაზრდებს სიტყვითაც მიმართეს და მათი საქართველოში ყოფნის შესახებ შთაბეჭდილებებიც მოისმინეს.

მიხეილ სააკაშვილმა "არტეკში" გატარებული წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიოტთა ბანაკები პიონერთა ბანაკებისგან დიდად განსხვავდება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანაკლიის ბანაკთან ახლოს აღმართულია მავთულხლართების კედელი, რომლის იქით ტანკები დგანან, ხალხს - მავთულხლართები და პლაჟებს კედლები არ უნდა ყოფდეს. მოლდავეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ  ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტიქიით დაზარალებული რეგიონის დახმარებისა და ბავშვების საქართველოში ჩამოყვანისთვის.

"აქ ყოველთვის ცხოვრობდა ხალხი, ვისთვისაც მეგობრობა წმიდათაწმიდა გრძნობაა. მიწა ბევრია, ის ყველას ეყოფა. სამწუხაროდ, არიან ქვეყნები, ვისაც მიწა ბევრი აქვთ, მაგრამ სხვისი მიწის მიტაცება სურთ. უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება თავისუფლებაა", - მიმართა გიმპუმ ახალგაზრდებს და დასძინა, რომ იხილა აყვავებული საქართველო, რაც იმის დამსახურებაა, რომ აქ ნამდვილი თავისუფლებაა.