შეაფასებს თუ არა სომხეთი რუსულ საფრთხეს - კვირის პალიტრა

შეაფასებს თუ არა სომხეთი რუსულ საფრთხეს

"ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ სომხეთი რეალურად შეაფასებს იმ საფრთხეს, რომელიც საქართველოს რუსეთისგან ემუქრება", - განაცხადა საქართველოს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ სომხეთში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტის შეფასებისას.

ერევანში მედვედევმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა გააფორმეს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა 2044 წლამდე დარჩება. კალანდაძის თქმით, ოფიციალური თბილისი სკეპტიკურად ეკიდება მედვედევის განცხადებას, რომ რუსეთი კონფლიქტების მოგვარებაში მედიატორის როლს შეასრულებს. "ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით, რომ რუსეთს არ შეუძლია მედიატორის როლის შესრულება. ამავე დროს, არა გვაქვს იმაში დაეჭვების საფუძველიც, რომ სომხეთი ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც რეგიონის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს", - დასძინა კალანდაძემ.