რუსული ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს იწყებს - კვირის პალიტრა

რუსული ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს იწყებს

რეისების შესრულების უფლება უკვე მიიღო. "რია ნოვოსტის" ცნობით, S7 რეისებს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ორშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით შეასრულებს.

კომპანია ასევე განიხილავს ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულების შესაძლებლობას. საქართველოდან რუსეთში ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian  Airweys-იც შეასრულებს. საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისები 2006 წელს რუსეთის მიზეზით შეწყდა.