აფხაზებმა ედუარდ კოკოითის ძმას სახლი წაართვეს - კვირის პალიტრა

აფხაზებმა ედუარდ კოკოითის ძმას სახლი წაართვეს

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ედუარდ კოკოითის ძმას, რობერტ კოკოითის სახლი წაართვეს.

ჩრდილოოსური წყაროების ცნობით, რობერტ კოკოითიმ სოხუმში სახლი 2007 წელს შეიძინა. მაშინ ის აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობდა.  გაურკვეველი მიზეზების გამო სახლის გადაფორმება ვერ შეძლო, 2010 წლის აგვისტოში კი სოხუმის რეჟიმმა მისი სახლი  ერთ-ერთ რუს ოფიცერს გადასცა.