სააკაშვილის თარჯიმანს ნატოს გენერალი პენელოპა კრუსში აერია - კვირის პალიტრა

სააკაშვილის თარჯიმანს ნატოს გენერალი პენელოპა კრუსში აერია

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის ერთ-ერთ თარჯიმანს ავღანეთში ნატოს ძალების სარდალი, გენერალი დევიდ პეტრიუსი მსახიობ პენელოპა კრუსში აერია...

ეს სააკაშვილმა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელთაც ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობაზე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში სინქრონული თარგმანის კარგი სპეციალისტები ცოტანი არიან, თუმცა, სახელმწიფო ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებს.

"ამას წინათ ჩემი გამოსვლის სინქრონულ თარგმანს ვუსმენდი. ვამბობ, რომ გენერალ პეტრიუსს მოსწონს ქართველი სამხედროები. თარჯიმანი კი აცხადებს, პენელოპა კრუსს ძალიან უნდა ქართველი ჯარისკაცებიო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.