პატრიარქის ინიციატივა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ინიციატივა

29 აგვისტოს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ორი იდეა გაახმოვანა. უწმინდესი ეკლესიის

საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ამასთან, ზოგიერთი სოფელი, სადაც არის ბრწყინვალე ნიადაგი, სრულიად დაცარიელებულია. პატრიარქმა  მაგალითად მოიყვანა ისრაელში არსებული სოფლები, სადაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ერთად აწარმოებს, ამ სოფლებისთვის მიღებული შემოსავალიც არის საერთო. "საქართველოს ეკლესიას აქვს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მზად ვარ, მთელი ეს მიწა გადავცე იმ ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ სოფელს.

ამ სოფელში იქნება ტაძარი, სკოლა, დასასვენებელი ადგილები", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ამ სოფლებში აუცილებლად უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გააჩინონ შვილები და გაამრავლონ ერი.