პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 240 პატიმარი შეიწყალა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე დატოვა 211-მა პატიმარმა, 27-ს სასჯელი გაუნახევრდა, ორ პატიმარს კი სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულთა შორის 3 არასრულწლოვანი და 10 ქალია. სააკაშვილმა ორგანიზაციის - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - ხელმძღვანელ ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა და ძმა, სერგო ბესელიაც შეიწყალა.

აღსანიშნავია, რომ მილორავა ძებნილი იყო და მას დაუსწრებლად წელიწადი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. მილორავა და სერგო ბესელია მოქალაქისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში იყვნენ ბრალდებულნი.