მედვედევმა კინორეჟისორი გიორგი დანელია დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

მედვედევმა კინორეჟისორი გიორგი დანელია დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კინორეჟისორი გიორგი დანელია, რომელსაც 25 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის

ორდენით დააჯილდოვა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანელიას მეორე ხარისხის ორდენი კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიენიჭა.

რუსული სააგენტოები რეჟისორის ბიოგრაფიასაც ავრცელებენ - გიორგი დანელია 1930 წლის 30 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამა მოსკოვისა და სსრკ-ის მეტრომშენის მთავარი ინჟინერი იყო, დედა "მოსფილმში" დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. მან ბავშვობა მოსკოვში გაატარა, სადაც ოჯახი საცხოვრებლად 1931 წელს გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგი დანელიამ მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1954 წელს დაამთავრა.