"თუ მენიუს შეცვლის" - კვირის პალიტრა

"თუ მენიუს შეცვლის"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო საქართველოსთან ომის საფრთხე იზრდება.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს "აგრესიის განმეორებისთვის" მზადებაში ადანაშაულებენ. "ის, ვინც რუსეთში საქართველოდან მომავალი საფრთხის შესახებ ლაპარაკობს, ამას  მომავალი ქმედებების გასამართლებლად აკეთებს. გვესმის, რომ რუსეთში არჩევნები ახლოვდება.

ქრონოლოგიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ პუტინმა პრეზიდენტად გახდომისთვის საქართველოსთან ომი გამოიყენა. მედვედევმა კი იმისათვის, რომ ეჩვენებინა "ვინ არის ოჯახში უფროსი", ასევე საქართველოსთან ომი წამოიწყო", - განაცხადა სააკაშვილმა.  მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტობისთვის ისევ ემზადება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამისთვის ისევ საქართველოსთან კონფრონტაციას გამოიყენებს, თუ "მენიუს შეცვლის".