სააკაშვილის დაჭერას ითხოვენ - კვირის პალიტრა

სააკაშვილის დაჭერას ითხოვენ

ლეიბორისტული პარტია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების

მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.  ნათელაშვილის განცხადებით, 26 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღიარა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

"ეს არ მოხდებოდა, თუ წინასწარ წაგებული ომის წამომწყები, დამარცხებული მთავარსარდალი სააკაშვილი 26 აგვისტომდე დატოვებდა თანამდებობას. მაგრამ მან ქვეყანა და დაღუპულთა ცხედრები გამოიყენა ფარად სისხლიანი სკამის შესანარჩუნებლად", -  განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების ორი გზა არსებობს: დამხობა ან დაპატიმრება.