რუსულმა მხარემ აფხაზები ისტერიაში დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

რუსულმა მხარემ აფხაზები ისტერიაში დაადანაშაულა

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა სემიონ გრიგორიევმა აფხაზური მხარე ისტერიასა და არაკორექტულ ქმედებებში დაადანაშაულა. ლაპარაკია რუსეთის საგარეო საქმეთა

სამინისტროს მიერ სოხუმის მარიონეტული რეჟიმისთვის შეთავაზებულ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში დაკარგული ქონებრივი უფლებები უნდა აღუდგეთ.

ეს კონცეფცია სოხუმში გამომავალმა გამოცემა "ნუჟნაია გაზეტამ" გამოაქვეყნა და ადგილობრივი რეჟიმი ანტიაფხაზურ ქმედებებში დაადანაშაულა. კერძოდ, აფხაზები შიშობენ, რომ თუ კონცეფცია დამტკიცდა, ქონებრივ უფლებას აფხაზეთიდან დევნილი ქართველებიც დაიბრუნებენ, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. საპასუხოდ, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა აღნიშნული დოკუმენტის არსებობის შესახებ.