"ქამრების შემოჭერა" მომავალი წლის ბიუჯეტსაც უნდა დაეტყოს - კვირის პალიტრა

"ქამრების შემოჭერა" მომავალი წლის ბიუჯეტსაც უნდა დაეტყოს

"ჩვენ გვჭირდება 7-10%-ით განვითარება,  5-6% საკმარისი არ არის, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტი "ქამრების მოჭერის ბიუჯეტი" იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე და დასძინა, რომ ეს საჭიროა არა იმიტომ, რომ ქვეყანაში კრიზისია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს კარგად ჰქონდეს საქმე და არა საშუალოდ.

ქვეყნის განვითარებისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობად პრეზიდენტმა კერძო სექტორისთვის "კარის მაქსიმალურად გახსნაც"" დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტს არ მოსწონს თვითმფრინავის  ბიზნესკლასში "გაჯგიმული" მინისტრები და მათ ეკონომკლასით ფრენას ურჩევს.

Mმიხეილ სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ძვირად ღირებული მანქანების ყიდვაც და სახელმწიფო ხარჯების ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის არც პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოში, 15 ათას ევროზე მეტი ავტომანქანაზე არ უნდა დაიხარჯოს. ამასთან, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ  სახელმწიფო აპარატში ხელფასები უნდა გაიზარდოს.