პრემიერმა პრეზიდენტი მოატყუა? - კვირის პალიტრა

პრემიერმა პრეზიდენტი მოატყუა?

პრემიერ-მინისტრმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეკამერების წინ საჯაროდ დაარწმუნეს, რომ საგანგაშო არაფერია, რომ ერთი კვირის წინ ფასები მართლაც გაიზარდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძველებურად არის _ "სიძვირის კვირა" უკვე გადააგორეს. სინამდვილეში კი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ერთი კვირის წინ აწეულმა ფასებმა არათუ დაიწია, პირიქით, მოიმატა.

"ვაგზლის" საბითუმო ბაზარზე ზეთის, რძის პროდუქტების, ფქვილის, პურის, სასმელების ფასი გაიზარდა. თუ 1ლ ზეთი 3 ლარი ღირდა, ახლა 3.80 ლარი ღირს, 25-კილოგრამიანი ფქვილის ტომარა კი 20-ის ნაცვლად ახლა 28 ლარი ღირს. ერთი ლარით არის გაძვირებული სპირტიანი სასმელები, პური კი 10 თეთრით.