მინისტრი გარექტორდა - კვირის პალიტრა

მინისტრი გარექტორდა

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე კვიტაშვილმა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა ნებით დატოვა, იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის  მოვალეობის შემსრულებლად აირჩია.

პროფესიით ისტორიკოსმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მისთვის ძალზე ახლობელი და საყვარელია, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევა კი დიდი პასუხისმგებლობა.

ლეიბორისტ გიორგი გუგავას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის დამანგრეველი კვიტაშვილის რექტორად დანიშვნა ყოვლად დაუშვებელია.

"წიგნების ქურდი გიორგი ხუბუას შემდეგ, უნივერსიტეტს ახლა უკვე ზაქიჭამია სექტანტი ალექსანდრე კვიტაშვილი მართავს. სამარცხვინო ის არის, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელიც ქვეყნის ყველაზე თავისუფლად მოაზროვნე ხალხისგან უნდა შედგებოდეს, მზად არის ხელისუფლებას ერთი თითის დაქნევაზე დაუწვეს და ნებისმიერი არჩევანი "გაუპრავოს", - განაცხადა გიორგი გუგავამ და უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს მოუწოდა, მასობრივი გაფიცვები დაიწყონ.