ენერგოსისტემა ავარიულად გაითიშა - კვირის პალიტრა

ენერგოსისტემა ავარიულად გაითიშა

ქვესადგურ "ქსანი 500"-ზე გაჩენილი ხანძრის გამო საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ცეცხლი გაჩნდა ქვესადგურის მიმდებარე ნაგავსაყრელზე, რომელიც მოგვიანებით ქვესადგურსაც გადაედო. ხანძრის შედეგად დაზიანდა 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "ქართლი-2".

ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის მოსახლეობის 80%-ს და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს. შეწყდა მეტროპოლიტენის მუშაობა, რის გამოც აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია. ენერგოსისტემის ავარიის შედეგად დედაქალაქს შეუწყდა წყლის მიწოდებაც. ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარია  2 საათში იქნა ლიკვიდირებული.