ყოფილი მსოფლიო ლიდერები საქართველოში ჩამოვლენ - კვირის პალიტრა

ყოფილი მსოფლიო ლიდერები საქართველოში ჩამოვლენ

ყოფილი მსოფლიო ლიდერები: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი საქართველოში ჩამოვლენ.

ყოფილი ლიდერების მოგზაურობა-სიმპოზიუმი მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს სტამბოლში დასრულდება. ყოფილი მსოფლიო ლიდერები რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ჩავლენ.

ყოფილი ლიდერები ქვეყნების ხელისუფლებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ექსპერტების თანხლებით ექსკურსიებს მოაწყობენ და ისტორიულ ადგილებს დაათვალიერებენ.

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი კონდოლიზა რაისის საქართველოში არაოფიციალურ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.  `ყოფილი სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზნების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს პერსონალური ვიზიტია. ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლა ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რაც საქართველოში ხდება~", - განაცხადა ჯონ ბასმა.