საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
06-09-2010
4 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ანა მარია გოტიე გარდაცვლილი იპოვეს გოგებაშვილის #43აა-ს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ფრანგ დიპლომატს ნაქირავები ჰქონდა. მის გარდაცვალებაზე ეჭვი მეზობლებს გაუჩნდათ და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვალების წინა დღეს ფრანგი დიპლომატი გულის შეტევით საავადმყოფოში  გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს და სახლში გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ფრანგი დიპლომატი ანა მარია გოტიე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი იყო.
დაახლოებით ორი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში
გარდაიცვალა საფრანგეთის საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი,  ელჩის პრესატაშე პასკალ ჟენელი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?