ინგა გრიგოლიამ გია თორთლაძეს ურჩია - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლიამ გია თორთლაძეს ურჩია

ქრისტიან-დემოკრატმა ინგა გრიგოლიამ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძეს ხელისუფლებასთან მეტი სიმკაცრის გამოჩენა ურჩია.

ინგა გრიგოლიასა და გია თორთლაძის კამათი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დაიწყო. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი სხდომაზე არ მოვიდა, ინგა გრიგოლიამ "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით განაცხადა: "თუ მთავრობის სხდომა პირველ საათზეა, პრემიერი 11 საათისთვის პარლამენტში მისვლას უნდა ახერხებდეს. ანტიკრიზისული საბჭო მთავრობასთან ცოტა უფრო მკაცრი უნდა იყოს".

გრიგოლიას შენიშვნას თორთლაძე არ დაეთანხმა.

ინგა გრიგოლიამ გია თორთლაძეს დიქტატორი უწოდა, რის გამოც პარლამენტარისგან "ამრევის"~ წოდება დაიმსახურა.