აფხაზეთიდან უნიკალური ნაკეთობები გააქვთ - კვირის პალიტრა

აფხაზეთიდან უნიკალური ნაკეთობები გააქვთ

რუს სტუდენტებს ოკუპირებულ აფხაზეთში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი უნიკალური ნაკეთობები გააქვთ. ამას ადასტურებს გაზეთ "`ზვეზდას"~ ცნობა, რომლის თანახმადაც  რუსმა სტუდენტებმა აფხაზეთიდან მოსკოვში უნიკალური არტეფაქტი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის ნაკეთობა ჩაიტანეს.

აგვისტოში ოჩამჩირის რაიონში, სადაც ბერძნული კოლონიზაციის, რომისა და ბიზანტიების იმპერიების და გენუელი მოვაჭრეების ყოფნის კვალია დაფიქსირებული, არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. გათხრების ორგანიზატორები სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოება და რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო არიან. არქეოლოგებს არავინ აკონტროლებს, რაც რუსებს იმ არტეფაქტების მითვისების საშუალებას აძლევს, რომელთაც, შესაძლოა, საქართველოს ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.