აფხაზეთიდან უნიკალური ნაკეთობები გააქვთ
06-09-2010
რუს სტუდენტებს ოკუპირებულ აფხაზეთში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი უნიკალური ნაკეთობები გააქვთ. ამას ადასტურებს გაზეთ "`ზვეზდას"~ ცნობა, რომლის თანახმადაც  რუსმა სტუდენტებმა აფხაზეთიდან მოსკოვში უნიკალური არტეფაქტი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის ნაკეთობა ჩაიტანეს.

აგვისტოში ოჩამჩირის რაიონში, სადაც ბერძნული კოლონიზაციის, რომისა და ბიზანტიების იმპერიების და გენუელი მოვაჭრეების ყოფნის კვალია დაფიქსირებული, არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. გათხრების ორგანიზატორები სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოება და რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო არიან. არქეოლოგებს არავინ აკონტროლებს, რაც რუსებს იმ
არტეფაქტების მითვისების საშუალებას აძლევს, რომელთაც, შესაძლოა, საქართველოს ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები