მიმოსვლა აღდგა - კვირის პალიტრა

მიმოსვლა აღდგა

განახლდა სამარშრუტო ტაქსების ყოველდღიური მიმოსვლა თბილისი-ვლადიკავკაზის მიმართულებით. მიკროავტობუსები დიდუბისა და ორთაჭალის ავტოსადგურებიდან გადიან.

ხუთსაათიანი მგზავრობა თბილისიდან ვლადიკავკაზამდე ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, რომელიც წლების განმავლობაში  დაკეტილი იყო, 100 ლარი ღირს. "როსიისკაია გაზეტას" ინფორმაციით, მარშრუტის გახსნის ინიციატივა ეკუთვნის ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთ კერძო მეწარმეს.