ექიმები კონგოს ჯუნგლებში იმალებოდნენ - კვირის პალიტრა

ექიმები კონგოს ჯუნგლებში იმალებოდნენ

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს "საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის" თვითმფრინავს, რომელშიც ამერიკელი და ქართველი ექიმები ისხდნენ.

თვითმფრინავი იძულებით დაეშვა, შემდეგ კი სამმა ამერიკელმა და ერთმა ქართველმა ექიმმა, ორ კონგოელთან ერთად, თავი ტყეს შეაფარეს. გაეროს სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფებმა ისინი სამშვიდობოს გაიყვანეს. .

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველოს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საელჩო არა აქვს და ინციდენტის დეტალების დადგენას კონგოში სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების საშუალებით ცდილობს.