პუტინის რეიტინგი დაეცა - კვირის პალიტრა

პუტინის რეიტინგი დაეცა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად ხილვა რესპონდენტთა 2%-საც კი არ სურს. კითხვაზე, "უახლოეს კვირას საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, ვის მისცემდით ხმას?", რესპონდენტთა 48%-მა დმიტრი მედვედევი დაასახელა.

მეორე-მესამე ადგილები, 4-4%-ით, გენადი ზიუგანოვმა და ვლადიმირ ჟირინოვსკიმ გაიყვეს. რესპონდენტთა 2% სერგეი შოიგუს უჭერს მხარს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა მხოლოდ იმ კანდიდატთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც 2%-ზე მეტი ხმა მიიღეს. მათ შორის ვერ მოხვდა რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი. გამოკითხვა რუსეთის 140 დასახლებულ პუნქტში 28-29 აგვისტოს ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1600 რესპონდენტი.