მედვედევი ბაქოში ჩავიდა - კვირის პალიტრა

მედვედევი ბაქოში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ბაქოში საზეიმო მიღება მოუწყვეს. `რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა არის ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებს, მეზობლებსა და კეთილ მეგობრებს შორის. შესანიშნავი დღეა რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის ისტორიაში. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რომელიც მრავალი წელი განსაზღვრავს ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.

განსაკუთრებულად ვაფასებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, დიდი სახელმწიფოს ლიდერი, აზერბაიჯანს ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამედ ესტუმრა. მეც ხშირად ვსტუმრობ რუსეთს. ეს დამადასტურებელია ორმხრივი ინტერესისა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ", - განაცხადა ალიევმა.